პროგრამის – “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, სამტრედიაში ურბანული განახლების პროექტები მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, სამტრედიაში 8 მილიონი ლარის ღირებულების ურბანული განახლების პროექტები განხორციელდება. თამარ მეფის ქუჩაზე 6 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. გამოიცვალა შენობების ფანჯრები, დამონტაჟდა განათებები. ასევე, კეთილმოეწყობა თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და სკვერი.