პროგრამის – “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება
გარდა ფალიაშვილის ქუჩის სრულად კეთილმოწყობისა, აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე მდებარეობს 1860 წლით დათარიღებული შენობა, რომელიც მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტია და მოედნის ურბანული განვითარების ისტორიულ ეტაპებს ასახავს. შენობას 2013 წელს სტატუსი შეუჩერდა და მას შემდეგ უფუნქციო და ავარიული იყო. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში მულტიფუნქციური სივრცე მოეწყობა ამფითეატრით, საგამოფენო დარბაზითა და ტერასით სხვადასხვა ტიპის მაღალი რანგის შეხვედრებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდება შენობის არქიტექტურული ღირებულება და ისტორიული ფუნქცია. პროექტის ჯამური ღირებულება 5.200.000 ლარია.
პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.

Previous articleკოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
Next articleსსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა აშენდა