კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
შედეგად, რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები კოპიტნარის განახლებულ სადგურში გაჩერდებიან. ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი და მათ რკინიგზის სადგურიდან აეროპორტში მისასვლელად დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მგზავრებს ე.წ. შატლები გადაიყვანენ.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სადგურის შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, მოეწყო მოსაცდელი სივრცეები, პარკინგი, გაფართოვდა საფეხმავლო ხიდი. ხიდზე დამონტაჟებული ლიფტები, ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის შშმ პირთა შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
პროექტის ღირებულება 1.637 მლნ ლარია.
Home ინფრასტრუქტურა კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა