სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა აშენდა

240 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში მოეწყო შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. შენობა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისტორიულ სოფელ წყალტუბოს შესაბამისი სასწავლო რესურსებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკოლა ამ დრომდე არ ჰქონია.

სკოლის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 691 400 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 800 სკოლიდან, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდება/რეაბილიტირდება.

Previous articleქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება
Next articleწყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება