კახეთის რეგიონში ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

ჭოეთი
მირზაანი
არბოშიკი
საბათლო
თავწყარო
სამრეკლო
ზემო ქედი
ქვემო ქედი
ფიროსმანი
გამარჯვება
სამთაწყარო
ხორნაბუჯი
ზემო მაჩხაანი
არხილოსკალო

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა.

დაგეგმილია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.

პროექტის განხორციელების შედეგად 21 000 ბენეფიციარი უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოსთვის.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 58 მილიონი ლარია

Previous articleშინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მასშტაბური განახლება იგეგმება
Next articleგარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს ივნისიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება