პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მასშტაბური განახლება იგეგმება.
მოწესრიგდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა ინფრასტრუქტურა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.
თბილისში და რეგიონებში საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აშენდება და გარემონტდება პოლიციის შენობები.
როგორც აღმოსავლეთ, ისევე დასავლეთ საქართველოში, აშენდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზები.
აშენდება სანაპირო დაცვის, ასევე სასაზღვრო სექტორების ახალი შენობები, ხოლო არსებულ შენობებს მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
თბილისში, დიდ დიღომში აშენდება კომპლექსური შენობა, სადაც განთავსებული იქნება როგორც პოლიცია, ისევე საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიმართულებით.