გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს ივნისიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

სოფლებში – ზემო თელეთი, ქვემო თელეთი, ახალი წყალი, წალასყური, მუხრანთელეთი, კუმისი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა სრულდება.

პროექტის შედეგად, 5000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.

პროექტის ფარგლებში მოეწყო რეზერვუარები, საქლორატოროები, სატუმბო სადგური, მაგისტრალური და წყალმომარაგების ქსელები.

ამ დროისთვის დარჩენილია ელექტროგაყვანილობისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შედეგად, სოფლების მოსახლეობა 24 საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე გადავა.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 9.8 მილიონი ლარია.
May be an image of 2 people, people standing and outdoorsMay be an image of 1 person and outdoorsMay be an image of 1 person, standing and outdoorsMay be an image of 7 people, people standing and outdoorsMay be an image of 3 people, people standing, suit and outdoorsMay be an image of outdoorsMay be an image of 7 people, people standing and outdoorsMay be an image of 2 people and sky

Previous articleდედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ
Next articleქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მატარებელი მივა