კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ფუნქციონირებდა, თბილისშიც აშენდება. მშენებლობის საპროექტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მისიაა ეროვნული ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების აღზრდა, კადეტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, თანამედროვე სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.