საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2022–2025 წლებში 350 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტებს განახორციელებს.
პროექტების განხორციელების სამუშაოებზე, საქართველოს 1 500-მდე მოქალაქე დასაქმდება.