თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის მონაკვეთზე, ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობისა და რთული კლიმატური პირობების გამო დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები აქტიურად დაიწყო.

აღნიშულ მონაკვეთზე მიმდინარე ინტენსიურმა სამუშაოებმა, შესაძლოა ავტოტრანსპორტის მცირე შეფერხებები გამოიწვიოს, რისთვისაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით.

საავტომობილო გზებზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები, რიკოთის მონაკვეთის პარალელურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

Previous articleშაქრიანი დიაბეტის ტიპი I დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის CGM სისტემების შესყიდვა იწყება
Next articleლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში საჯარო სკოლა აშენდა