ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში საჯარო სკოლა აშენდა
ახალი სკოლა 150 ბავშვზეა გათვლილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა
სოფელ ჰერეთისკარის სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, პროექტის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას
შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპლაური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა, მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარია