შაქრიანი დიაბეტის ტიპი I დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორებით (CGM) მომარაგების პროცესი აქტიურ ფაზაშია.

გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო CGM სისტემებს შეისყიდის.

CGM სისტემა, ავტომატურად, მუდმივ რეჟიმში, ზომავს გლუკოზის დონეს, ახდენს მონიტორინგის მონაცემების შეკრებასა და ვიზუალიზაციას, რაც ამარტივებს, სისხლში გლუკოზის მონიტორინგს.

სისტემა, ადრეულ ფაზაზე ახდენს ჰიპერგლიკემიისა და ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების გამოვლენას, რის შესახებაც მშობელს/მეურვეს ინფორმაციას აწვდის.

სისხლში ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში სისტემა განგაშის სიგნალს გამოსცემს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. სენსორს მონაცემების გაზიარება 5 მობილურ ტელეფონზე შეუძლია.

დიაბეტის მართვის პროგრამაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შევიდა, რომლის მიხედვითაც ინსულინის ანალოგებზე გადასვლა და დოზის კორექცია, სპეციალური კომისიის გარეშე, ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მოხდება.

ასევე, გაიზარდა ნემსების რაოდენობაც. წლის განმავლობაში, პროგრამაში ჩართულ ბავშვზე 300 ინსულინის ნემსი გაიცემოდა, ცვლილების მიხედვით კი 400 ნემსის გაცემა მოხდება.

პროგრამაში დაემატა მცირე ზომის, 4 მილიმეტრიანი ნემსის არჩევის შესაძლებლობაც. დაზუსტდა გლუკაგონის გაცემის პირობებიც.

სიახლე, ბავშვს და მშობელს მისცემს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე, მოახდინონ გლუკოზის მონიტორინგი.

Previous articleსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხიდსაცდელი ცენტრის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი განხორციელდა
Next articleთბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის მონაკვეთზე, დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები აქტიურად დაიწყო