საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ლაბორატორია მომავალი ინჟინრების მოსამზადებელი წამყვანი ცენტრია და ათეული წლებია ახდენს ხიდებისა და გვირაბების გამოცდას.
1950-იან წლებში დაარსებული სასწავლო ცენტრის რეაბილიტაცია პირველად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განახორციელა.
ახლა ცენტრი აკმაყოფილებს თანამედროვე კვლევითი აღჭურვილობისა და სამუშაო ბაზრის სტანდარტებს. გაიზარდა მისი შესაძლებლობები და ხარისხი და გადამზადდნენ თანამშრომლები.
თუ აქამდე ლაბორატორია მხოლოდ გვირაბებისა და ხიდების გამოკვლევა-გამოცდას ახდენდა, დღეს ნებისმიერ აზომვით სამუშაოს ასრულებს.
ცენტრი უკვე ახორციელებს მსხვილ კომერციულ პროექტებსაც და ამ პროცესში ჩართული არიან სტუდენტებიც.