საუკუნის პროექტის რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება.
რიკოთის საუღელტეხილო 51.6 კმ-იანი გზის, ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 20 გვირაბი და 38 ხიდი შენდება.
ხევი-უბისას მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები 28 ხიდსა და 17 გვირაბზე მიმდინარეობს, გაჭრილია 4 გვირაბი, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია 3 გვირაბსა და 6 ხიდზე.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის სამუშაოები 81 ხიდსა და 48 გვირაბზე მიმდინარეობს, უკვე გაჭრილია 13 გვირაბი.