აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია.
დიდია ბანკის მხარდაჭერა ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაში. მათ შორისაა, თელავის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა.
ADB-ის მხარდაჭერით შენდება ქუთაისის ოლიმპიური აუზი, ზუგდიდის, რუსთავისა და ახალციხის სპორტული კომპლექსები. მიმდინარეობს 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა ქუთაისში, ფოთში, სენაკში, სუფსაში, რუხში, ძველ ანაგაში, ვარდისუბანში, წინწყაროში და სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში. დაიწყო კახეთში, ველისციხის სრული ურბანული განახლების პროექტის განხორციელება.
წლების განმავლობაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა: ზუგდიდის, ურეკის, წყალმომარაგების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ქუთაისისა და ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ბათუმის ნაპირდაცვისა და მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა და სხვა.
აზიის განვითარების ბანკი-ს მიერ დაფინანსებული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ 861 მილიონ ლარზე მეტია.