საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა გრძელდება, აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

პროექტის შესაბამისად მოეწყობა მცირე აუზიც, დიდ საცურაო აუზთან კი, 600 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები განთავსდება.

აუზის კომპლექსს ექნება გასახდელები და საშხაპეები, როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობაც, საცურაო აუზთან აშენდება პარკინგი.

ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისათვის.


პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიაზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება დაახლოებით 8.3 მილიონ ლარს შეადგენს.

.
Previous articleგრიგოლეთი ქობულეთის 14კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
Next articleსაუკუნის პროექტის რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება