თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 40-მდე დასახელების პრეპარატია შემოტანილი.

თურქეთის ბაზარი გახსნილია, მედიკამენტები საქართველოში შემოვიდა. პირველ ეტაპზე, ძირითადად შემოსულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები და ამ მედიკამენტების ფასები თითქმის განახევრებულია. რამდენიმე ქსელურ აფთიაქში აღნიშნული პრეპარატები უკვე იყიდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მომავალი კვირისთვის მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება. ამ მიზნით, ასევე დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტიც.

Previous articleზუგდიდში არასახიფათო ნარჩენების ობიექტის მშენებლობა წელს დაიწყება
Next articleმდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს