,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში, მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ზონის მოწყობა, ბულვარის გაკეთება, გასართობი სივრცეების შექმნა და კაფე-ბარების მშენებლობა.
,, ეს არის ეგრეთ წოდებული საპილოტე პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროექტები შერჩეულია ევროპული ტიპის დაგეგმარებით და ერთიანი მიდგომით და ოთხივე მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს. გარდა იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა , რომლებიც ახლა ამბროლაურშია, პროგრამის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია ფინანსური მხარდაჭერა კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მინდა მოვუწოდო ყველა წარმომადგენელს მიიღოს მონაწილეობა საგრანტო პროგრამებში, რომლებიც გამოცხადებულია ,,აწარმოე საქართველოსა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ“ – აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად გაეცნო.