მსჯავრდებულების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პენიტენციურ დაწესებულებებში და მის გარეთ მყოფი მსჯავრდებულების ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მოაწერეს. სამომავლოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულებისთვის გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე ერთობლივი ტრენინგ-კურსებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაც იგეგმება.