მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება, სკოლა 240 მოსწავლეზე იქნება გათვლილი
მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები
სოფელ ბეჩოს სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, პროექტის განხორციელების შედეგად, სკოლის მოსწავლეები სწავლას განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს მისი ღირებულება 2,6 მილიონი ლარია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, 77 ახალი სკოლის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია