პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია.
მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტში პროექტი მოიცავს ცენტრალური ქუჩების და არსებული ბულვარის რეაბილიტაციას, ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.