თბილისის განვითარების ფონდი ანტონ კათალიკოსის ქუჩის #30 და #32-ში, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე კათალიკოსის #30-ში მიმდინარეობს თუნუქის სახურავის და კარ–ფანჯრის მოწყობა, სამღებრო სამუშაოები, შიდა კედლების გალესვა და კაფელ-მეტლახის მოწყობა.
რაც შეეხება ანტონ კათალიკოსის #32–ს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავის გადახურვა, სარდაფის კიბის მოწყობა და შიდა კედლების გალესვა. სამუშაოების ფარგლებში უკვე აღდგენილია ფასადი და მოწყობილია კარ–ფანჯარა, ასევე, დაიშალა და ახლიდან მოეწყო აივნის ნაწილი.
ორივე პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 501 000 ლარს.