საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება დაახლოებით 2.3 მილიონი ლარია.

ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

ამ ეტაპზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 50-ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა და 50-ზე მეტი სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 67 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.

Previous articleპროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია
Next articleპროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია