პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს.
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური მოედნის და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის, წალენჯიხის ცენტრალური უბნის, ჩხოროწყუს კულტურის სახლისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.