გურიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს 63 კილომეტრამდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის მეორე ლოტზე, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის კმ17-კმ19 მონაკვეთზე, უკვე დაწყებულია საგზაო სამუშაოები.
საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, საფუძვლის ქვედა ფენისა და საყრდენი კედლების მოწყობა.
აღნიშნული პროექტი, ჯამში, 9 მონაკვეთად განხორციელდება და მისი დასრულება 2022 წელს ეტაპობრივადაა დაგეგმილი.