შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კაკასხიდი ზეკარის კმ10-კმ17 და კმ17-კმ26 მონაკვეთებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პირველ მონაკვეთზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, ასევე მოწყობილია თვალამრიდები უსაფრთხო გადაადგილებისთვის. გზის მეორე მონაკვეთზე მიმდინარეობს საეკსკავაციო და ბურღვითი სამუშაოები.