გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რაზეც, ჯამში, 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სააღმზრდელო დაწესებულება 75 ბავშვზეა გათვლილი და ადგილობრივების გარდა, ერგნეთის აღსაზრდელებსაც მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეღვრეკისის გარდა, გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი პროექტი ხორციელდება. კერძოდ, შენდება მეჯვრისხევის საბავშო ბაღი, ხოლო გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მეშენებლობა უკვე დასრულებულია და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.