ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საკალანდიოს უბანში მცხოვრები ასამდე ოჯახი თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10-კილომეტრიანი გზა აშენდა ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამეადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოს და საგრიგოლაიოს მიმართულებებითაც.

სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოებიც, ბუნებრივი აირით სოფელში მცხოვრები 1260 ოჯახი ისარგებლებს.

Previous articleქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნის მიზნით საინვესტიციო პროექტები მომზადდა