ვაკის რაიონის გამგეობამ ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-3 კორპუსებისა და II კვარტლის N9 კორპუსის მიმდებარედ პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.
ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ.მ. ფართობს მოიცავს, რამდენიმე სხვადასხვა ზონა შეიქმნა ბავშვებისა და უფროსებისთვის. მათ შორის, განთავსდა სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდა; მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის; დამონტაჟდა მოსასვენებელი პავილიონები და სხვა საპარკე ავეჯი. პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო პანდუსი და შადრევანი, დამონტაჟდა განათების ქსელი, გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც შესრულდა.
პარკის განახლების პროექტის ღირებულება 1 053 550 ლარს შეადგენს.