ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
რუსთაველის ქუჩა № 124-ში, საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება.
ხელოვნური ტბის მიმდებარედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, კი გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 276 600 ლარით ფინანსდება.