რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს  შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,55 მეტრი.

საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.

Previous articleქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები ხორციელდება
Next articleქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია