ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები ხორციელდება
ქედაში, სოფელ წონიარისში დასრულდა ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 11 მლნ. ლარია გათვალისწინებული.
ასევე, მიმდინარეობს ახოს, ვაიოს, გეგელიძეების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ქედის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლები მზის მიკრო ელექტროსადგურებით აღიჭურვება.
გარდა ამისა, დაბა ქედაში სრულდება საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ბაღი 120 ბავშვზეა გათვლილი.
ქედაში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა და უახლოეს დღეებში ბინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.