ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
მიმდინარეობს ბათუმი-ახალციხის გზიდან მლაშე-მოხეს დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი და სარეგულაციო კედლები, სავალი ნაწილი მოაჯირებით. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 571 111 ლარს შეადგენს.
ასევე, დასრულდა ჭელას დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყო რკინა-ბეტონის ბურჯები და მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლები. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 787 900 ლარს შეადგენს.