იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ქ. წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლების სამუშაოები.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4-წლიანია და ამჟამად მისი პირველი ეტაპით დაგეგმილი პროექტები სრულდება, რომელთა საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამის შემდგომი ეტაპები კიდევ უფრო მეტ პროექტს გაითვალისწინებს და შესაბამისად, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად განახლებული, ახალი შესაძლებლობების მქონე სივრცეები იქნება.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.