თელავში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით – „განახლებული რეგიონები“, დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების განსახორციელებლად.
პროგრამის ფარგლებში, ქალაქში დაწყებულია თელავის შემოსასვლელ ქუჩებზე (თბილისის გზატკეცილი, რუსთაველის ქუჩა) მდებარე შენობების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები
სამშენებლო სამუშაოები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.