ქვემო ქართლში, სოფელ საბირკენდში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 264 667 ლარით ფინანსდება.
ადგილზე ახალი 450 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება, სადაც განთავსდება საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა – სკოლა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და 2022 წლის აგვისტოში დასრულდება.