წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსისთვის წყალარინების ახალი ქსელის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები უკვე დაასრულა.
კორპუსში წყალარინების ქსელი ამორტიზებული იყო და შეცვლას საჭიროებდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ახალი ქსელი და მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა.
სამუშაოების შედეგად, გრიბოედოვის ქუჩაზე აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლები წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით არიან უზრუნველყოფილნი.