სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ მთავრობის განკარგულების მიხედვით, 198 დევნილ პირს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და მათი ფაქტობრივი მფლობელები დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები არიან.

დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით და 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო უკვე საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები.

Previous articleბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
Next articleსოფელ ძველ ანაგაში 200 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა