ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები, რომელიც საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. სივრცეში მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, საჭადრაკე სივრცე, LED განათების ქსელი, დაიგო გრანიტისა და ტრავერტინის ფილები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

სკვერში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა – დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარი, მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე.

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 919 053 ლარი დაიხარჯა.

 

Previous articleკასპის მუნიციპალიტეტის სოფლების სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next article198 დევნილს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა