საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კახეთის რეგიონში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში 200 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
ამორტიზირებული სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად იქნა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.