რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს სოფლებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა.
წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მომზადდა პროექტი და ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხიდისყურსა და საქადაგიანოში.
ორივე სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს. სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების, წყლის სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების მოწყობა. შენდება რეზერვუარები და გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,6 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება. სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და ორი სოფლების 2 000-მდე მაცხოვრებელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.