შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე, 137-ე კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარეობს ქვედა საყრდენი კედლების ბეტონირება, ქვაბულის დამუშავება და ქარგილის მოწყობა, ასევე რკინა-ბეტონის საფარის დაგება, ბალასტის შეტანა და გაშლა.