კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ახლად აშენებული სკოლა შეემატა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ახალი სკოლა აშენდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენებული ახალი სკოლა 90 ბავშვზეა გათვლილი, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 682 000 ლარს შეადგენს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2020- 2021 სასწავლო წელს 2 ახალი სკოლა აშენდა და გაიხსნა, ამ ეტაპზე, სოფელ ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.