გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 445 ბავშვზე გათვლილ, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტში 160 ბავშვზე გათვლილ სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შესაბამისად, კახეთის რეგიონში 600-ზე მეტი ბავშვი სწავლას სრულად რეაბილიტირებულ სკოლებში გააგრძელებს. პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.