აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა გაიხსნა. ახალ სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

65 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში მოწყობილია კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. მაცხოვრისკარის სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი.

პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

Previous articleკასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა შენდება
Next articleსიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ახალი სკოლა აშენდა