კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

წლების განმავლობაში კასპში სახანძრო-სამაშველო სამმართველო ძველ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც მეხანძრე-მაშველთა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. კასპის მუნიციპალიტეტს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს თანამედროვე იერსახის შენობა 2022 წლის მარტიდან მოემსახურება.

Previous articleსოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა
Next articleაბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა გაიხსნა