მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პირველად სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებს.
ამბულატორია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისათვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარითაა აღჭურვილი და 2800-მდე ბენეფიციარს მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს იმუნიზაციაც. აცრის მსურველ მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარება „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ შეუძლიათ.