მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა, სადაც პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღებას ადგილობრივი მოსახლეობა დღეიდან შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ამბულატორია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარითაა აღჭურვილი და 1700-მდე ბენეფიციარს მოემსახურება.