სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. ნაწილობრივ განახლდა მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარიც. ორივე რეკრეაციული სივრცის ფართობი ჯამში 5 ჰექტარს შეადგენს. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა საბაღე ფურნიტურა და სასმელი წყლის შადრევნები.

რეკრეაციულ სივრცეს დაემატა გამწვანებული თარგები და გაიზრდა მწვანე საფარის მოცულობა. დაირგო 728 ძირი ხე და 486 ძირი ბუჩქი, 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი. პარკის ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა მუსიკალური შადრევანი. ამ ეტაპისათვის განხორციელებული სამუშაოების სრული ღირებულება 5 100 000 ლარს შეადგენს. 2022 წლისთვის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ბულვარის დარჩენილი 2 ჰექტარის რეაბილიტაციასაც განახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარს შეადგენს.

Previous articleსკუდიერის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
Next articleმცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა