კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ახალი ქსელი, რეზერვუარები და ჭაბურღილები. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია.
სოფელში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, მოსახლეობის ნაწილი თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს, ზაფხულის პერიოდში ჭაში წყალი შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ აღაიანის მოსახლეობას, დაახლოებით, 1 500 ადამიანს, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.